Belive

კავაი ლეონარდი ოლიმპიადაზე მიდის | აშშ-ის სრული შემადგენლობა ცნობილია

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა, ოლიმპიადაზე წამსვლელი მე-12 მოთამაშეც აირჩია. "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მოთამაშე და NBA-ის 2-გზის ჩემპიონი, კავაი ლეონარდი ბოლო ვაკანტურ ადგილს შეავსებს. დანარჩენი 11 კალათბურთელის ვინაობა ცნობილი უკვე გუშინ იყო და იწერებოდა, რომ ბოლო ადგილის ბედი გუნდურ შეკრებაზე გადაწყდებოდა.

ლეონარდი შეუერთდება ლებრონს (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), კარის (გოლდენ სტეიტ უორიორსი), დურანტს (ფინიქს სანსი), ენტონი დევისს (ლეიკერსი), ჯოელ ემბიდს (ფილადელფია 76ers), დევინ ბუკერს (სანსი), ენტონი ედვარდსს (მინესოტა ტიმბერვულვსი), ჯეისონ ტეიტუმს (ბოსტონ სელტიკსი), ჯრუ ჰოლიდეის (სელტიკსი), ბემ ადებაიო (მაიამი ჰიტი) და ტაირის ჰალიბარტონს (ინდიანა პეისერსი).

კარმელო ენტონისთან ერთად, დურანტი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც სამი ოლიმპიური ოქრო მოიგო. სტეფ კარის კი ოლიმპიადის არცერთ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა. ლებრონმა 2004 წელს ბრინჯაო აიღო, 2008 და 2012 წლებში ოქრო მოიპოვა, 2016 და 2020 წლებში კი ოლიმპიადაზე არ წასულა.