Belive

კარიმ აბდულ-ჯაბარი ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ლეიკერსის" და საკალათბურთო სამყაროს ლეგენდა, 76 წლის კარიმ აბდულ-ჯაბარი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენი ლოს ანჯელესში კონცერტს ესწრებოდა, რა დროსაც დაეცა და ფეხი მოიტეხა:

კონცერტზე დასწრებისას კარიმი მოულოდნელად წაიქცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა. მას ოპერაცია ჩაუტარდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საზოგადოების მხარდაჭერას და განსაკუთრებით იმ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის თანამშრობლების ყურადღებას, რომლებმაც კარიმს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მადლობა ექიმებს, რომლებიც საავადმყოფოში უდიდეს ყურადღებას იჩენენ - წერს ჯაბარის ბიზნესპარტნიორი, დებორა მორალესი

წინა სეზონამდე NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე სწორედ კარიმ აბდულ-ჯაბარი იყო, მაგრამ ახლა ეს ტიტული ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნის, "მეფემ" 2023 წლის 8 თებერვალს, ოკლაჰომასთან მატჩში, კარიერის 38 388-ე ქულა ჩააგდო და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ­ი სეზონის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

სხვა სტატიები