Belive

ლეგენდამ საჩემპიონო ბეჭდები გაყიდა და თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდამ, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უამრავი ბავშვის მომავალს შეცვლის. კარიმ აბდულ-ჯაბარმა 4 საჩემპიონო ბეჭედი და MVP-ის 3 ტიტული აუქციონზე 2.8 მილიონ დოლარად გაყიდა და ბავშვებს სწავლა დაუფინანსა.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, აბდულ-ჯაბარმა ინდივიდუალური ჯილდოების გაყიდვით მიღებული 2.8 მილიონი დოლარი ერთ-ერთ ფონდში გადარიცხა, რომელიც ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრამას აფინანსებს.

როდესაც გიწევს არჩევანი გააკეთო საჩემპიონო ბეჭედსა და ინდივიდუალურ ჯილდოებზე, რომლებიც ოთახში გიწყვია, ან დაეხმარო ბავშებს, რომ მათი ცხოვრება შეცვალონ, გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია: გაყიდე ყველაფერი! -