Belive

"კარგად უნდა გვესმოდეს, როგორი ძლიერი მეტოქეები გვეყოლება" - ალეკსანდარ ჯიკიჩი

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტ 2025-ის წილისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში: კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა წილისყრა შეაფასა და მოლოდინებზე ისაუბრა. სერბი სპეციალისტის კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის facebook გვერდზე განთავსდა.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, სად ვითამაშებთ და ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები ჯგუფში. ახლა მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს. კარგად უნდა გვესმოდეს თუ როგორი ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, როგორი რთული გრაფიკი გვექნება კვიპროსზე და უნდა ვკონცენტრირდეთ ისეთ დეტალებზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. იმედი მაქვს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება შეკრებისთვის და მაქსიმალური მოტივაციით, მობილიზებით, დისციპლინით, თავდადებითა და შრომისმოყვარეობით შევუდგებით საქმეს. - ალეკსანდარ ჯიკიჩი.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-ზე პირველ მატჩს, 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მოქმედი ჩემპიონის შემდეგ, ჩვენი ნაკრები იტალიას, საბერძნეთს, კვიპროსსა და ბოსნიას დაუპირისპირდება. მატჩები ლიმასოლში გაიმართება, პლეი-ოფში კი ჯგუფის საუკეთესო 4 ნაკრები გააგრძელებს ასპარეზობას.