Belive

კამარ ბოლდუინი მე-4 ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ფინეთი 81:64 დაამარცხა. მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნაკრების ახალი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი, რომელმაც 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ევრობასკეტის ოფიციალური საიტის მიხედვით ბოლდუინი მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

27 წლის ლეგიონერის გარდა ხუთეულში მოხვდნენ:

  • ნენად დმიტრიევიჩი (ჩრდ. მაკედონია) - 41 ქულა (7-სამქუალიანი), 6 ასისტი (ლიეტუვას წინააღმდეგ)

  • მატეუშ პონიტკა (პოლონეთი) - 27 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა (ესტონეთის წინააღმდეგ)

  • ჩედი ოსმანი (თურქეთი) - 33 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი (უნგრეთის წინააღმდეგ)

  • ონდრეი ბალვინი (ჩეხეთი) - 15 ქულა, 13 მოხსნა, 6 ასისტი (ნიდერლანდების წინააღმდეგ)

მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთეული