Belive

კაირი ირვინგი დალასში ითამაშებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

კაირი ირვინგი ,,ბრუკლინ ნეთსიდან'' ,,დალას მავერიქსში'' გადავიდა. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

,,ნეთსმა'' გამთამაშებლის სანაცვლოდ სპენსერ დინვიდი, დორიან ფინი-სმიტი, პირველი რაუნდის ერთი და მეორე რაუნდის რამდენიმე პიკი მიიღო.

კაირიმ ყოფილ გუნდს გაცვლა 9 თებერვლამდე სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ,,ბრუკლინს'' ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.

მიმდინარე სეზონში ირვინგი საშუალოდ 27,1 ქულას, 5,3 ასისტსა და 5,1 მოხსნას აგროვებს.

,,დალასი'' 28 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები