Belive

დონჩიჩის 39 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - დალასი კლივლენდთან დამარცხდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "დალასისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება შედგა. დალასში, "American Airlines Center"-ში გამართული დრამატული მატჩი, "მავერიქსის" მარცხით 110:113 დასრულდა.

"დალასს" კვლავ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 36:36 წუთში 39 ქულის, 7 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა. "კლივლენდის" რიგებში ფენომენალური მატჩი ჩაატარა ჯარეტ ალენმა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად, 23 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა.

სხვა სტატიები