Belive

ჯრუ ჰოლიდეის 8 წამში გამომუშავებული 306,000$

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ერთი შეხედვით სტატიის სათაური უცნაურად ჟღერს და რეალურად ასეცაა, თუმცა ზუსტად ასეთი ჰედლაინი აქვს ფაქტობრივად ყველა უცხოურ სპორტულ გამომცემელს, რომელიც კალათბურთის გაშუქებით ინტერესდება. ჯრუ ჰოლიდეი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედ ჩემპიონში - "მილუოკი ბაქსის" რიგებში ასპარეზობს. 31 წლის კალათბურთელს წლევანდელ სეზონში 66 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, სადაც საშუალოდ 18.3 ქულას და 4.5 მოხსნას აფიქსირებდა. გუნდთან გაფორმებული 32.3 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის თანახმად, ჰოლიდეის რეგულარულ სეზონში 67 შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, სადაც საშუალოდ 3.2 მოხსნას დააფიქსირებდა, რადგან სოლიდური ფინანსური ბონუსი მიეღო. რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში "მილუოკი" "კლივლენდს" უპირისპირდებოდა, რა დროსაც ჯრუ ჰოლიდეი პარკეტზე მხოლოდ სტატისტიკისთვის შემოვიდა - ანუ მას 67-ე მატჩში მონაწილეობის მიღება უნდოდა იმისათვის, რომ 306,000 დოლარიანი ბონუსი მიეღო (ზოგიერთი წყაროს მტკიცებით ჰოლიდეის ბონუსი ოდნავ უფრო ნაკლებია). შემოსვლიდან 8 წამში მან ჯარიმა აიღო და პარკეტი გაცილებით უფრო მდიდარმა დატოვა, ვიდრე შემოსვლამდე.



"მილუოკიმ" რეგულარული სეზონი მე-3 პოზიციაზე დაამთვრდა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა, სადაც მეტოქედ საკმაოდ ძლიერი ფორმაციის "ჩიკაგო ბულსი" ეყოლებათ წარმოდგენილი. ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ სწორედ ამ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა 28 ქულა ჩააგდო, რითაც ზაზა ფაჩულიას რეკორდი (27 ქულა) გააუმჯობესა და "ქართული NBA-ს" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

სხვა სტატიები