მამუკელაშვილის 8 ქულა - ბითაძემ კვლავ არ ითამაშა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა.
ორლანდოში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 102:109 დასრულდა. "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 23:02 წუთში, 8 ქულის, 6 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა სამიდან ორი 3-ქულიანი ზუსტად შეასრულა.
მამუკელაშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რითიც მხოლოდ ჯრუ ჰოლიდეის ჩამორჩა. "ორლანდოს" დამარცხებაში ლომის წილი იანის ანტეტოკუნმპომ დაიდო, რომელმაც 34 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა.
Giannis recorded his 50th career game of at least 30/10/5/1/1.
— Milwaukee Bucks (@Bucks) December 6, 2022
34 PTS | 13 REB | 5 AST | 2 BLK | 1 STL pic.twitter.com/clu5YvHaa4
NBA-ს რეგულარული სეზონის კიდევ ერთ შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტისა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა. მატჩი "გოლდენ სტეიტის" მარცხით, 104:112 დასრულდა. "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიიღო.