Belive

ჯოშ ჰარტი დათანხმდა - აშშ-ს შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია?!

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ფილიპინების დედაქალს მანილაში გასამგზავრებლად ემზადება. ცნობილი გახდა იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე თანხმობა განაცხადეს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებს ათლეტიზმი, ახალგაზრდული ენერგია და ნიჭი არ აკლია.

ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველმა ადრიან ვოინაროვსკიმ აშშ-ს 12-კაციანი განაცხადი გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ "ნიუ იორკ ნიკსის" ვარსკვლავი - ჯოშ ჰარტი, ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე თანხმობა განაცხადა.

აშშ-ს 12-კაციანი განაცხადი

ჯეილენ ბრაუნი, ტაირეს ჰალიბურტონი, ენტონი ედვარდსი, ბრენდონ ინგრემი, მიკალ ბრიჯსი, ოსტინ რივსი, ჯოშ ჰარტი, პაოლო ბანჩერო, კამერონ ჯონსონი, ჯეირენ ჯექსონ ჯუნიორი, უოლკერ კესლერი, ბობი პორტისი.

აღსანიშნვია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რუსტერი NBA-ის ამომავალი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, არც ერთ მათგანს არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ან ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის გამოცდილება. სანაკრებო კალათბურთი მკვეთრად განსხვავებულია - მატჩის ფიზიკურობა, წესები და ბურთიც კი განსხვავებულია და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებსაც სჭირდებათ.

სხვა სტატიები