Belive

ჯოელ ემბიდი ამერიკის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ითამაშებს

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის მოქმედი MVP, ჯოელ ემბიდი, 2024 წელს ამერიკის საკალათბურთო ნაკრებთან ერთად პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე ითამაშებს. ინფორმაციას Espn-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ 29 წლის სუპერვარსკვლავმა აშშ-ს ნაკრების აღმასრულებელ დირექტორს, გრანტ ჰილს რამდენიმე დღის წინ შეატყობინა.

ემბიდი, რომელიც კამერუნშია დაბადებული, ამერიკის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეცაა და იყო იმის შანსიც, რომ მას სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ნაკრებში თამაშის სურვილი არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის ლებრონ ჯეიმსმა, სტეფ კარიმ და კევინ დურანტმა გამოთქვეს.

სხვა სტატიები