Belive

ჯინჭარაძის 22 ქულა - თსუ-მ კერავნოსი დაამარცხა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ,,თსუ-მ'' კვიპროსულ ,,კერავნოსს'' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63:60 დაამარცხა. შედეგად, ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა (წინა ტურში ,,გოტინგენთან'' 5 ქულით დამარცხდა).

,,თსუ-ს'' შემადგენლობაში 22 ქულით, 9 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა. 9 ქულას, 6 მოხსნას, 4 ჩაჭრასა და 4 ასისტს მოუყარა თავი რატი ანდრონიკაშვილმა. 7 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება იყო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე.

,,კერავნოსს'' 14 ქულით, 18 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით ტრეივის ტეილორმა ულიდერა.

,,თსუ'' ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 2 ნოემბერს, ,,ვარეზეს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები