ჯიკიჩი: "მგონი, ცუდი გუნდი არ დაგვიმარცხებია"
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დადო. ჩვენმა გუნდმა, რომელიც მერვედფინალში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (80:70) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა, თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პირველივე წუთიდან ასეთი ტიპის მატჩისთვის ვიყავით მზად და შედეგიც მივიღეთ. ახლა, როცა საფრანგეთის შემადგენლობას ვიხსენებ, მგონი ცუდი გუნდი არ დაგვიმარცხებია. მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი თამაშისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეუულ წევრსა და ექიმებს, რომმელთა წყალობითაც ნაკრების 12-ვე მოთამაშე ჯანმრთელია და ჩემს განკარგულებაშია.
ჩვენ ისევ აქ ვართ, ზოგი ამბობდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო, ამ აზრთან შეწინააღმდეგებას არ ვაპირებ. - განაცხადა ალექსანდრ ჯიკიჩმა
საქართველო მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება. ფინეთმა, ისევე როოგორც ჩვენ, მცირე სასწაული მოახდინა და ტურნირიდან სერბეთი გამოთიშა.