Belive

"თითოეულმა კალათბურთელმა თავისი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთა" - ალექსანდრ ჯიკიჩი

14 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 შეხვედრაში დანიის ნაკრები 62:60 დაამარცხა და ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

რთული მატჩი იყო, ასეც ველოდით. ამ სანაკრებო პაუზის მასშტაბით საუკეთესო მცველების წყვილს ვეთამაშეთ, ლუნდბერგის და შილდსის მსგავსი მცველები არცერთ ნაკრებს არ ჰყავს. გასვლითი მატჩის წაგების მიზეზი კარგად ვიცოდით, შეტევაში მოხსნებით მათ გაგვანადგურეს, დღეს სწორედ ამ პრობლემის გამოსწორება გვინდოდა.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთა. კამარ ბოლდუინს რაც შეეხება, ის გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობისას დაშავდა. ჩემთვის რთული ამოსახსნელია თუ როგორ მოახერხეს კალათბურთელებმა დღევანდელ მატჩზე ფოკუსირება, როდესაც იცოდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდათ.

ჯერჯერობით არ მიფიქრია იმაზე თუ რომელ ქვეყანაში ვისურვებდი თამაშს. სადაც მოვხვდებით იქ ვითამაშებთ. იოლი ჯგუფი არც აქ გვქონია ფინეთს და სერბეთს ვეთამაშეთ, მაგრამ ევრობასკეტზე გასვლა მოვახერხეთ. - ალექსანდრ ჯიკიჩი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, პირველი ტაიმის საქართველოს ნაკრებმა 37:25 (I მეოთხედი: 19:21, II მეოთხედი: 18:4,) მოიგო, მეორე ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა 25:35 დათმო (III მეოთხედი: 11:20, IV მეოთხედი: 14:15).

თითოეული მოთამაშის სტატისტიკა:

  • თორნიკე შენგელია - 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება

  • დუდა სანაძე - 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა

  • რატი ანდრონიკაშვილი - 6 ქულა, 4 ასისტი

  • ბექა ბურჯანაძე - 6 ქულა, 3 მოხსნა

  • გიორგი ოჩხიკიძე - 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი

  • ალექსანდრე ფევაძე - 4 ქულა, 5 მოხსნა

  • გიორგი შერმადინი - 4 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი, 2 დაფარება

  • კახაბერ ჯინჭარაძე - 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური გაიფორმა, მაგრამ მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი მატჩის ჩატარება კიდევ მოუწევთ. ჩვენი ნაკრები 24 თებერვალს, 23:00 საათზე სერბთს ბელგრადში დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები