ჯეისონ ტეიტუმის ბენეფისი - ბოსტონმა ფილადელფია დაამარცხა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-7 შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "ფილადელფიას" დაპირისპირება შედგა. ბოსტონში, "TD Garden"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა სრული დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ "სელტიქსის" გამარჯვებით 112:88 დასრულდა.
"ბოსტონ სელტიქსის" გამარჯვებაში, ლომის წილი დაიდო გუნდის ლიდერმა - ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 51 ქულა, 13 მოხსნა და 5 ასისტია. აღსანიშნავია, რომ ტეიტუმი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის მე-7 შეხვედრაში 51 ქულის დაგროვება შეძლო.
"ფილადელფიას" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "ბოსტონი" კონფერენციის ფინალში "მაიამის" დაუპირისპირდება.