ბოსტონი და გოლდენ სტეიტი გავარდნის პირას არიან
NBA-ის პლეი ოფები კულმინაციას უახლოვდება. ჯერ კონფერენციების ფინალებში გამსვლელი გუნდები ირკვევა და უკანასკნელი შეხვედრები დათმეს "ბოსტონმაც" და "გოლდენ სტეიტმაც".
"ნიუ იორკ ნიქსისა" და "ბოსტონ სელტიკსის" სერიის მე-4 თამაში მასპინძელი ნიუ იორკელების სასარგებლოდ დამთავრდა (121:113). სერიაში ანგარიში 3:1 გახდა და მომდევნო თამაშის წაგების შემთხვევაში ბოსტონი ჩემპიონობას დაემშვიდობება. ახლა სერიის მომდევნო 2 თამაში ბოსტონში ჩატარდება.
ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა, თუმცა მისი 42 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ბოსტონს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. ნიუ იორკელების მხარეს გამ0სარჩევია ჯეილენ ბრანსონი, მაიკლ ბრიჯისი და კარლ ენტონი თაუნსი.
HOME COOKIN’ pic.twitter.com/AvhpRDxMQJ
— NEW YORK KNICKS (@nyknicks) May 13, 2025
სერიის მეოთხე თამაში წააგო სტეფ კარის გარეშე დარჩენილმა გოლდენ სტეიტ უორიორსმაც, "მინესოტა ტიმბერვულვზმა" ოქროსშტატელები 117:110 დაამარცხა, საერთო ჯამში კი, ანგარიშში 3:1 დაწინაურდა და მომდევო 2 შეხვედრას მინესოტაში, საკუთარ კედლებში ჩაატარებენ.
three down. one to go. pic.twitter.com/T8lpDLRCWd
— Minnesota Timberwolves (@Timberwolves) May 13, 2025
დარჩენილ 2 სერიაში "ოკლაჰომასა" და "დენვერს" შორის 2:2-ია, "ინდიანა პეისერსი" კი "კლივლენდს" 3:1-ს ამარცხებს.