ჯეიმსის შვილმა გოლდენ სტეიტთან მატჩში 17 ქულა მოაგროვა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პრე-სეზონის ბოლო შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ლიდერების გარეშე მოთამაშე ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' უმასპინძლა და 58-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 132:74 დაამარცხა.
სტუმართა სასტარტო ხუთეულში ითამაშა ლებრონ ჯეიმსის შვილმა, ბრონი ჯეიმსმა, რომელმაც 35 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ბრონიმ 12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
,,გოლდენ სტეიტის'' რიგებში 17 ქულითა და 4 მოხსნით ჯონათან კუმინგა გამოირჩა.
,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' მომავალ მატჩს უკვე NBA-ში, 23 ოქტომბერს, ,,მინესოტას'' წინააღმდეგ გამართავს. ,,უორიორსი'' კი 24-ში ,,პორტლენდს'' ესტუმრება.