NBA-ს ვარსკვლავის - რასელ ვესტბრუკის შემდეგ, კორონავირუსით ჯეიმს ჰარდენიც დაინფიცირდა. ჰიუსტონ "როკეტსის" ვარსკვლავმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ირკვევა, ჰარდენი კარანტინში იმყოფება. NBA-ში აცხადებენ, რომ ლიგაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას კიდევ ელიან, თუმცა, ეს, სეზონის კიდევ ერთხელ გადადების საფუძველი ვერ გახდება.
შეგახსენებთ, რომ მატჩების განახლება 30 ივლისს ორლანდოში იგეგმება, სადაც მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს.