Belive

ჯა მორანტის განსაკუთრებული საჩუქარი პატარა გულშემატკივარს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"მემფის გრიზლისის" ვარსკვლავის - ჯა მორანტის დასაფასებელმა საქციელმა, სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა.

10 იანვარს, მორანტმა "მემფისის" პატარა გულშემატკივარ გოგონას, სახსოვრად საკუთარი მაისური გადასცა, თუმცა, "FedExForum"-ის დატოვების დროს, გოგონას მაისური მოპარეს.

მომხდარის შესახებ Twitter-ზე პოსტი განათავსეს, რომელსაც ჯა მორანტიც გამოეხმაურა და გოგონას ოჯახის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა.

12 იანვარს, "მემფისისა" და "სან ანტონიოს" მატჩი გაიმართა, რომლის დამთავრების შემდეგ, მორანტმა გოგონას ხელმოწერილ მაისურთან ერთად საკუთარი ბოტასებიც აჩუქა და მასთან სამსახსოვრო ფოტო გადაიღო.

სხვა სტატიები