Belive

NBA | საჩემპიონო ბრძოლაში ჩართული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფში ავტომატურად გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა. ასევე ცნობილია, ის გუნდები, რომლებიც პლეი-ინში იასპარეზებენ და და ამ გზით შეეცდებიან საჩემპიონო მსვლელობის გაგრძელებას.

რეგულარული სეზონის ბოლო ტურში, განსაკუთრებით დაძაბული ვითარება დასავლეთ კონფერენციაში შეიქმნა, რაც მოთამაშეებზეც აისახა და რიგ შემთხვევებში, ვარსკვლავებმა ნერვების მოთოკვა ვერ შეძლეს.

დასავლეთ კონფერენციაში, რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე "დენვერმა" დაასრულა. მეორე ადგილი "მემფისმა" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს "საკრამენტო" დასჯერდა. აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული "მილუოკი" გახდა. მეორე ადგილი "ბოსტონმა" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს "ფილადელფია" დასჯერდა.

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ექვსეული: "დენვერი", "მემფისი", "საკრამენტო", "ფინიქსი", "ლოს ანჯელეს კლიპერსი", "გოლდენ სტეიტი".

პლეი-ინი: "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (7), "მინესოტა" (8), "ნიუ ორლეანსი" (9), "ოკლაჰომა" (10)

აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ექვსეული: "მილუოკი", "ბოსტონი", "ფილადელფია", "კლივლენდი", "ნიუ იორკი", "ბრუკლინი".

პლეი-ინი: "მაიამი" (7), "ატლანტა" (8), "ტორონტო" (9), "ჩიკაგო" (10).

პლეი-ინის ეტაპი 12-14 აპრილს გაიმართება. მე-7 და მე-8 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული პლეი-ოფში პირდაპირ გავა, წაგებულს კი მე-9 და მე-10 ადგილებს შორის მატჩში მოგებულთან მოუწევს დაპირისპირება, რის შემდეგაც პლეი-ოფში გასასვლელი უკანასკნელი საგზურის მფლობელი გამოვლინდება.

სხვა სტატიები