იოკიჩმა ფინალების MVP-ს ჯილდო დაკარგა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2022/23 წლების სეზონი "დენვერის" ტრიუმფით დასრულდა.
ისტორიაში პირველად - "დენვერმა" ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნიკოლა იოკიჩია, რომელიც ფინალების MVP გახდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, იოკიჩმა ჯილდო გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა.
"ნამდვილად არ ვიცი. ჯილდო ეკიპირების მენეჯერის ოთახში დავტოვე, მაგრამ ის იქ აღარაა. ასე, რომ არ ვიცი", - ნიკოლა იოკიჩი.
Jokić has lost his Finals MVP Trophy 😂
— Bleacher Report (@BleacherReport) June 15, 2023
(via @malika_andrews) pic.twitter.com/dYqTGCMPlE
შეგახსენებთ, ფენომენალური პერფორმანსის შედეგად ნიკოლა იოკიჩი ფინალების MVP გახდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2002 წლის შემდეგ იოკიჩი პირველი ცენტრია, რომელმაც ფინალების MVP-ს ტიტული მოიპოვა. ასევე, სერბმა უნიკალური რეკორდი დაამყარა – იოკიჩი არის პირველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ს ისტორიაში პლეი-ოფში ყველაზე მეტი ქულა (600), მოხსნა (269) და შედეგიანი გადაცემა (190) დააგროვა.