დენვერი ტორონტოსთან 22 ქულით აგებდა და მოიგო | ნიკოლა იოკიჩს საოცარი მატჩი ჰქონდა
9 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "დენვერ ნაგეთსმა" "ტორონტო რეპტორსი" 119:125 დაამარცხა.
"დენვერმა" 22 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ მატჩიც მოიგო, ეს მეოთხე ყველაზე დიდი ქამბექია "ნაგეთსის" ისტორიაში, ბოლოს ეს გუნდმა 1996/97 წლებში შეძლო.
კვლავ საოცარი შეხვედრა ჰქონდა სერბ ნიკოლა იოკიჩს, მან 38 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 35 ქულა, 17 მოხსნა, 12 ასისტი, 6 ჩაჭრა და 2 ბლოკი შეასრულა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩაჭრებში მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
მატჩში 26 ქულა ჰქონდა "დენვერიდან" ჯამალ მიურეის, რომელმაც 12 ასისტით ორმაგი დუბლი შეასრულა და "ტორონტოდან" ერ-ჯეი ბარეტმა მიითვალა 26 ქულა.