Belive

იოკიჩის 40 ქულა | დენვერი მინესოტასთან სერიაში წინ გავიდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფის მეორე რაუნდში, "დენვერმა" "მინესოტას" სერიის მეხუთე თამაში მოუგო და წინ გავიდა (3:2). ამჯერად შეხვედრა დენვერში "ბოლ არენაზე" ჩატარდა და მასპინძლებმა 112:97 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ნაგეტსი სერიას საკუთარ კედლებში ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ 2:0 აგებდა, თუმცა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს.

ნიკოლა იოკიჩი, რომელსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო (MVP) გადაეცა, ამ თამაშშიც საუკეთესო იყო. სერბმა ცენტრმა 22 ცდიდან 15-ჯერ ჩააგდო მეტოქის კალათში და საერთო ჯამში 40 ქულა დააგროვა, იოკიჩს 7 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. გამარჯვებული გუნდის რიგებში გამოირჩა აარონ გორდონიც, რომელმაც ორმაგი დუბლი დააფიქსირა - 18 ქულა და 10 მოხსნა.

მინესოტა ტიმბერვულვზიდან 18-18 ქულა აიღეს ენტონი ედვარდსმა და რუდი გობერმა, მათ რიგებში საუკეთესო მექულე კი კარლ-ენტონი თაუნსი იყო 23 ქულით.

სერიის მე-6 თამაში მინესოტაში ჩატარდება და მასპინძლებს აუცილებლად მოსაგები აქვთ, დენვერის გამარჯვების შემთხვევაში ისინი სერიას დახურავენ და კონფერენციის ფინალში გავლენ.

სხვა სტატიები