Belive

ინდიანამ კლივლენდს მეორე მატჩიც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" ბოლო წამზე ტაირის ჰალიბარტონის GAME WINNER-ით 119:120 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობას დასაწყისიდან ბოლო წუთამდე კლივლენდელები აკონტროლებდნენ და "ინდიანას" წინ არ უშვებდნენ, "კავალიერსმა" პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით 32:15 მოიგო, მეორე მეოთხედში 29:35 დათმო, მაგრამ კომფორტული უპირატესობა მაინც შეინარჩუნა, მესამე პერიოდი "კლივლენდის" გამარჯვებით 37:34 დასრულდა, ბოლო მეოთხედში კი "ინდიანამ" დიდი უპირატესობის მოპოვება შეძლო (21:36) და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 48 ქულა დონოვან მიტჩელმა ჩააგდო, 23 ქულა სამმა კალათბურთელმა აარონ ნესმიტმა, მაქს შტრუსმა და მაილს ტერნერმა დააგროვეს.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 10 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები