ინდიანა დამარცხდა - ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ინდიანასა" და "მინესოტას" დაპირისპირება შედგა.
ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 101:115 დასრულდა, რითიც "პეისერსის" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. "ინდიანას" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ პარკეტზე 15:27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
scenes of the night.📸 pic.twitter.com/t2Dh4ZrG5m
— Indiana Pacers (@Pacers) November 24, 2022
"ინდიანას" პარალელურად, რიგით მე-5 მარცხი იწვნია "მილუოკიმ", რომელმაც "ჩიკაგოს" უმასპინძლა და 113:118 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი - სანდრო მამუკელაშვილი, "ბაქსის" რიგებში კვლავ ვერ ვიხილეთ.