Belive

"იმედია კვირას საქართველოს დავამარცხებთ" - ისლანდიის მთავარი მწვრთნელი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდებს 8-ქულიანი სხვაობით (80:88) მოუგო. ნიდერლანდებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ისტორიის დაწერასთან და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობასთან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას კვირას, 26 თებერვალს, თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის საგზურს გაიფორმებს.

ისლანდიის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - კრეიგ პედერსენი იმედს გამოთქვამს, რომ მისი კაკალთბურთელები თბილისში საქართველოს დამარცხებას შეძლებენ.

"იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ ვიცით, რომ საქართველოსთან თამაში შეგვიძლია. ზუროსის გუნდს მოწინააღმდეგის შეტევის შენელება კარგად შეუძლია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია - დიდ ნაკრებებთან, გადავსებულ დარბაზებში თამასის გამოცდილება უკვე გვაქვს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ კვირას საქართველოს დამარცხებას შევძლებთ", - კრეიგ პედერსენი.

სხვა სტატიები