Belive

ილიას ზუროსი: "ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიომ ქართული სული დაინახოს"

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა.

თბილისში მიმდინარე ოთხთა ტურნირის - "თბილისის საერთაშორისო თასის" ფინალში, საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და 5-ქულიანი სხვაობით, 84:79 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

ყველა კალათბურთელს მადლობას ვუხდი უდიდესი შრომისთვის. ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ, მძიმე მატჩი ჩავატარეთ. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ოჯახად დავრჩებით, ბევრის მიღწევის შესაძლებლობა გვაქვს. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს - გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიოს ქართული სული და გული დავანახოთ.
- ილიას ზუროსი

სხვა სტატიები