ილიას ზუროსი - გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და არა ომი
2 წლის წინ
კალათბურთი
3 წთ
- ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია
- საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ნაკრების ყველა სამქულიანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან | VIDEO
- გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშს FIBA სახალისოდ გამოეხმაურა
- ჩრდილოეთ მაკედონიაში მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს | VIDEO
- ძველი ჰიმნის ჩართვის გამო, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა
- საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას მეორე მატჩიც მოუგო
ილიას ზუროსი: "პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მოთამაშეს და, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს, რადგან მათ დიდი სამუშაო გასწიეს ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ ვუძღვნით ამ გამარჯვებებს ქართველს ხალხს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ სპორტის სასახლეში და მათ, ვინც წლების მანძილზე გვქომაგობს. ეს გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნისთვის, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა და ამავდროულად, მომდევნო ეტაპისთის მომზადების საშუალებას გვაძლევდა". "ჩვენი საქმე რა თქმა უნდა არ დასრულებულა. უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და მომდევნო ფანჯრის დროსაც გვმართებს გამარჯვების მოპოვება. ჩვენ გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე. არ იყო თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძეც, რომელიც დაშავებულია. თუმცა ვინც ნაკრებში ჩამოვიდა, ყველამ გულით და ბოლომდე ითამაშა. მათ ითამაშეს დიდებული დაცვა, რადგან ეს ის კომპონენტია, რომელსაც მოაქვს შედეგი და ფაქტი სახეზეა - ჩვენ ჯგუფიდან გავედით... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა აღვნიშნო". "ჩვენ ყველას გვინდა უარი ვუთხრათ ომს. ძალიან ძნელია, როცა უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ უნდა შევთნახმდეთ, რომ ევრობასკეტის დროს ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ არანაირი ომი არ გვინდა. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი იყოს ერთმანეთთან ახლოს. ადამიანებმა ერთმანეთს სიყვარული გაუზიარონ და არა ომი. დიდი მადლობა".