Belive

იანისმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "ვაშინგტონის" დაპირისპირება შედგა. მილუოკიში, "Fiserv Forum"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 123:113 დასრულდა.

გასაკვირი არაა, რომ "მილუოკი ბაქსის" გამარჯვებაში ლომის წილი იანის ანტეტოკუნმპომ დაიდო. "ბაქსის" ბერძენმა ლიდერმა პარკეტზე გატარებულ 36:34 წუთში 55 ქულის, 10 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. იანისმა თამაშიდან ნასროლი 33-დან 20 ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ "ვაშინგტონის" წინააღმდეგ იანისმა კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა. დღემდე, ანტეტოკუნმპოს საუკეთესო შედეგი 52 ქულას შეადგენდა.

იანისმა უკანასკნელ 3 შეხვედრაში ჯამური 143 ქულის დაგროვება შეძლო, რაც ასევე ფრენჩაიზის რეკორდია. აღნიშნული მაჩვენებლით ანტეტოკუნმპომ ფლინ რობინსონის მიერ 1969 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა (129).

სხვა სტატიები