Belive

იანისის სამმაგი დუბლის მიუხედავად მილუოკი დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "იუტას" დაპირისპირება შედგა. მილუოკიში, "Fiserv Forum"-ზე გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით 116:132 დასრულდა.

"მილუოკის" იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 38:24 წუთში 25 ქულის, 10 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. იანისის სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ბერძენმა ვარსკვლავმა "ბაქსი" მარცხისგან ვერ იხსნა.

"იუტას" ჯორდან კლარკსონმა და ლაური მარკანენმა ულიდერეს, რომელთან 21-21 ქულა დააგროვეს.

სხვა სტატიები