იანისის სამმაგი დუბლი - მამუკელაშვილს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ტორონტოსა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა. ტორონტოში, "Scotiabank Arena"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 101:104 დასრულდა.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ "მილუოკის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა.
პარკეტზე გატარებულ 9:58 წუთში, მამუკელაშვილმა 1 სამქულიანი სროლა შეასრულა, რომელიც სამწუხაროდ არაზუსტი გამოდგა. მამუმ პირად აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"მილუოკი ბაქსის" გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ იანის ანტეტოკუნმპომ დაიდო, რომელმაც 39:42 წუთში 30 ქულის, 21 მოხსნისა და 10 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.