Belive

იანისის კარიერისა და მილუოკის რეკორდი - ბაქსმა ინდიანას მოუგო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 140:126 დაამარცხა.

საოცარი მატჩი ჩაატარა ,,ბაქსის'' ლიდერმა, იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც მეტოქეს კარიერაში ყველაზე მეტი - 64 ქულა ჩაუგდო. 64 ქულასთან ერთად (რაც მილუოკის რეკორდიცაა), იანისმა 14 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 ასისტი და 1 დაფარება მიითვალა.

სუპერვარსკვლავმა დღევანდელ შეხვედრაში 25-დან 20 ორქულიანი და 32-დან 24 საჯარიმო ჩააგდო. მისთვის განსაკუთრებული მეოთხედი გამოდგა, რომელშიც 26 ქულას მოუყარა თავი.

,,ინდიანას'' შემადგენლობაში 22 ქულით, 7 პასითა და 5 მოხსნით ტაირის ჰალიბარტონი გამოირჩა.

,,მილუოკი'' 17 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,პეისერსი'' კი 13 მოგებითა და 9 წაგებით კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები