Belive

ჰალიბარტონის მამამ ანტეტოკუნმპოსთან იჩხუბა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფის პირველ რაუნდში "ინდიანა პეისერსმა" სერია 5 თამაშში დახურა. ბოლო შეხვედრაში, "მილუოკი ბაქსი" ოვერტაიმში 119:118 დამარცხდა და შესაბამისად, საერთო ანგარიშით 4:1 ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ბაქსის სუპერვარკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, ბერძენის ანგარიშზე 30 ქულა, 20 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა იყო, თუმცა სერიაში ანგარიშის შემცირება მაინც ვერ მოხერხდა. თამაშის ბოლო სროლა ტაირის ჰალიბარტონმა შეასრულა და ინდიანამ სწორედ ამ სროლით მოიგო.

არაა გასაკვირი, რომ ჰალიბარტონის მამა, ჯონ ჰალიბარტონი ამ მოგებას ზედმეტად ემოციურად შეხვდა და საფინალო სირენის შემდეგ, პარკეტზეც შეიჭრა.

იანისმა თქვა, რომ ჯონ ჰალიბარტონი უცენზურო სიტყვებს ყვიროდა, რომლებიც მან „ძალიან, ძალიან უპატივცემულოდ“ მიიჩნია. ბერძენის შენიშვნის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს თავებით შეეხნენ. მდგომარეობა სხვა მოთამაშეებმა განმუხტეს.

თამაშის შემდეგ, ტაირის ჰალიბარტონმა მამის ქმედებებზე ისაუბრა: „საბოლოოდ ვისაუბრებ იანისთან, არამგონია, მამაჩემი მართალი ყოფილიყო. სამწუხაროა, რაც იქ მოხდა“. შემდეგ კი, ჯონ ჰალიბარტონმა იანისსა და ბაქსის სხვა მოთამაშეებს ბოდიში X-ზე დაწერილი პოსტით მოუხადა.

სხვა სტატიები