ბოსტონმა ორლანდოს მესამედ მოუგო | გოგას არ უთამაშია
NBA-ის პლეი ოფების პირველ რაუნდში ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის. "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ კედლებში მეორედ მიიღო "ბოსტონ სელტიკსი" (სერიის მე-4 თამაშში) და 98:107 დამარცხდა. წყვილში ახლა ანგარიში 1:3-ია ბოსტონელების სასარგებლოდ და სერიის დახურვას მომავალ შეხვედრაში, საკუთარ "ტიდი გარდენში" შეეცდებიან.
ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა - სუპერვარსკვლავი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 37 ქულით, 14 მოხსნითა და 3 პასით. მას მხარი ჯეილენ ბრაუნმა აუბა, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი დააფიქსირა (21 ქულა და 11 მოხსნა).
ორლანდოს შემადგენლობიდან გამორჩეულები პაოლო ბანკერო და ფრანც ვაგნერი იყვნენ, შესაბამისად 31 და 24 ქულით. სამწუხაროდ, საერთოდ არ უთამაშია გოგა ბითაძეს. ქართველი პარკეტზე ვერც წინა, მოგებულ შეხვედრაში ვიხილეთ. გოგას მხოლოდ პირველ 2 თამაშში მიეცა დრო და ისიც მიზერული (პირველში 1 წუთი / მეორეში 7 წუთი).
ბოსტონელები სერიის დახურვას 30 აპრილს შეეცდებიან. გამარჯვების შემთხვევაში მათი მეტოქე, სავარაუდოდ, "ნიუ იორკ ნიქსი" იქნება, რომელიც ასევე 3:1-ს ამარცხებს "დეტროიტ პისტონსს".