Belive

ჰალიბარტონის Game Winner - ინდიანა სუპერფინალში დაწინაურდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ინდიანამ ისევ დრამატულ მატჩში იმარჯვა და ამჯერად ეს სუპერფინალში, ოკლაჰომას წინააღმდეგ გააკეთა.

პეისერსმა მეტოქე ტაირის ჰალიბარტონის მიერ 0.3 წამით ადრე ჩაგდებული ორქულიანით 111:110 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი დღეს მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა და პირველად წინ სწორედ ტაირისის Game Winner-ით გავიდა.

ინდიანას 19 ქულით, 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით პასკალ სიაკამმა ულიდერა. 14 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება იყო ჰალიბარტონის ანგარიშზე.

ოკლაჰომას რიგებში 38 ქულით, 5 მოხსნით, 3 ასისტითა და 3 ჩაჭრით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა ორშაბათს, 9 ივნისს, კვლავ ოკლაჰომაში გაიმართება.

სხვა სტატიები