გოლდენ სტეიტმა პრინციპულ ბრძოლაში გაიმარჯვა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დაპირისპირება შედგა. სან ფრანცისკოში, "Chase Center"-ში გამართული პრინციპული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 121:106 დასრულდა.
"ოქროს შტატელებს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 27 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ენდრიუ უიგინსმაც (25 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი). "ლეიკერსის" მაისურით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა - "მეფემ" 25 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. ენტონი დევისის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.
პრინციპულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "გოლდენ სტეიტმა" სერიაში სხვაობა შეამცირა (3:2). პლეი-ოფის მე-6 მატჩი 13 მაისს, ლოს ანჯელესში გაიმართება.
ნიუ იორკში, ლეგენდარულ "Madison Square Garden"-ში არანაკლებ პრინციპული დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა "ნიქსმა" "მაიამი" 112:103 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა (3:2).
"ნიუ იორკს" ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა. "ნიქსის" ვარსკვლავის ანგარიშზე 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტია. 19 ქულით, 7 მოხსნითა, 9 შედეგიანი გადაცემით, "მაიამის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯიმი ბატლერი გახდა.