Belive

გოლდენ სტეიტმა ერიკ გორდონის რესპექტაბელური ალტერნატივა გაიფორმა

9 თვის წინ კალათბურთი
3 წთ

ერიკ გორდონის სანაცვლოდ "ფინიქსთან" გაჩაღებულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, "გოლდენ სტეიტი" იძულებული გახდა მისი ალტერნატივა მოეძებნა.

"გოლდენ სტეიტმა" ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშეების ბრწყინვალე ტრიო შექმნა, მას შემდეგ, რაც 38 წლის კრის პოლი დაატრეიდა, ასევე თავისუფალი აგენტი - კორი ჯოზეფი გაიფორმა და დრეიმონდ გრინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

დრეიმონდ გრინის კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, "უორიორსის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ერიკ გორდონი გახლდათ, თუმცა, ამ უკანასკნელმა NBA-ის 5-გზის ჩემპიონის შეთავაზებაზე უარი განაცხადა და "ფინიქს სანსი" არჩია. NBA-ის მიმომხილველის - მარკ მედინას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტმა" კორი ჯოზეფის სახით, გორდონის რესპექტაბელურ ალტერნატივას მიაგნო.

მარკ მედინა: კორი ჯოზეფი Vs. ერიკ გორდონი

მედინა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ერიკ გორდონის დამატების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისა, "უორიორსის" მეორე არჩევანი კორი ჯოზეფი, მისი რესპექტაბელური ალტერნატივა იქნება.

"ჯოზეფი რესპექტაბელური ალტერნატივაა. ის გამოცდილი პლეიმეიკერია, რომელიც კრის პოლსა და სტეფ კარის საქმეს ბევრად გაუმარტივებს. 31 წლის ჯოზეფი, 35 წლის გორდონზე ახალგაზრდაა, რაც "უორიორსს" მშვიდად ყოფნის მეტ შესაძლებლობას მისცემს და გაცილებით დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ ჯოზეფი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეძლებს კორტზე ყოფნას. მას შეუძლია კიდევ უფრო კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს", - მარკ მედინა.

ჯოზეფისა და გორდონის სტატისტიკა გასულ სეზონში

გასაკვირი არაა, რომ თავისუფალ აგენტებს შორის, ერიკ გორდონი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. 2022/23 წლების სეზონის განმავლობაში, "ჰიუსტონში" ასპარეზობდა, რის შემდეგაც ტრეიდის ბოლო დღეს "კლიპერსში" გადავიდა.

გორდონმა 69 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 58-ში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. პარკეტზე გატარებულ 28.5 წუთში საშუალოდ 12.4 ქულასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სამ-ქულიანებს კი 37.1%-ით ასრულებდა.

საპირისპიროდ, კორი ჯოზეფს "დეტროიტში" შედარებით მცირე როლი არგუნეს. პარკეტზე გატარებულ 19.8 წუთში ჯოზეფი 6.9 ქულასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სამ ქულიანებს კი 38.9%-იანი სიზუსტით ისროდა.

გორდონი გუნდს მეტ ქულას სთავაზობს, მაგრამ ჯოზეფი სროლის გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ასევე გამორჩეული მისი უნარები და გაცილებით უკეთესი პლეიმეიკერია და კორტზე ბურთის უკეთესი კონტროლი შეუძლია.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "უორიორსს" ახლა მცველების საგრძნობლად გაზრდილი როტაციის შესაძლებლობა აქვს, რომელიც ფრენჩაიზში ვეტერანთა ყოფნითა და საჩემპიონო გამოცდილებითაა გაძლიერებული. "უორიორსის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ ამის შედეგად 2023/24 წლების სეზონში გაბრწყინებას და დინასტიის კიდევ უფრო გაძლიერებას შეძლებენ.

სხვა სტატიები