Belive

გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გულის შეტევით გარდაიცვალა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი - დეიან მილოიევიჩი, საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა. სერბი სპეციალისტი "უორიორსის" წინასამატჩო სადილზე შეუძლოდ გახდა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს - სამედიცინო პერსონალის აქტიური მცდელობის მიუხედავად, მილოიევიჩის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

15 წლიანი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში, დეიან მილოიევიჩი სერბეთის, ესპანეთის, თურქეთისა და მონტენეგროს კლუბებში თამაშობდა. 2021 წლიდან ის "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ხოლო მანამდე "ბუდუჩნოსტის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, სადაც გოგა ბითაძე ასპარეზობდა.

სხვა სტატიები