დასასრულს უახლოვდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სეზონი. მომდევნო სეზონიდან NBA-ში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება - ცნობილი ფაქტია, რომ დრაფტზე მონაწილეობას მიიღებს გოგა ბითაძე, რომელიც უახლესი ინფორმაციის თანახმად პირველი რაუნდის მე-14 პიკი იქნება, სავარაუდო გუნდი კი "ბოსტონია", აღნიშნულ ინფორმაციას "SB Nation" ავრცელებს.
გოგა ბითაძის მომდევნო გუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას სპორტული სააგენტო "Bleacher"-იც ავრცელებს, მათი ინფორმაციითაც გოგა ბითაძის სავარაუდო გუნდი "ბოსტონი" იქნება.