Belive

ბასკონიამ ევროლიგაზე გაიმარჯვა - შენგელია მატჩის MVP გახდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგის 27-ე ტურში გასვლით შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა. მესამე მეოთხედის ჩათვლით შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ესპანელებმა გერმანელებს აღარანაირი შანსი არ მისცეს და შეხვედრა 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 71:80 მოუგეს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27 წუთი და 31 წამი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 4 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი - აღნიშნული შედეგით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. "ბაიერნის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება "ბასკონიასთვის" წლევანდელი ევროლიგის ეგიდით რიგით მე-11 მოგება გახლდათ. ესპანელები მე-13 პოზიციაზე არიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საპლეიოფო ზონაში მყოფ უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ გუნდს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩებიან. ევროლიგის მომდევნო შეხვედრას ბასკონია 6 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები