Belive

გოგა ბითაძე ინდიანას გამარჯვებაში შედეგიანი თამაშით დაეხმარა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძემ NBA-ში მიჯრით მესამე შეხვედრაში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი მატჩიც ჰქონდა. პარკეტს დაუბრუნდა. "ინდიანა პეისერსმა" ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში 33-ე შეხვედრა ჩაატარა და "ჰიუსტონ როკეტსს" 118:106 სძლია. მიმდინარე სეზონში გუნდის მე-14 გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა, რომელმაც საერთო ჯამში 10:34 წუთი ითამაშა და 6 ქულა და ორი მოხსნა მოაგროვა. 22 წლის კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. "ინდიანა პეისერსს" 34 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 14 გამარჯვებისა და 19 მარცხის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერესიაში მე-13 ადგილს იკავებს, მორიგ შეხვედრას კი 27 დეკემბერს, მეორეადგილოსან "ჩიკაგო ბულსთან" გამართავს.

სხვა სტატიები