Belive

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი | ორლანდომ ატლანტა დაამარცხა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" "ატლანტა ჰოუკსი" 117-110 დაამარცხა. ქართველი ცენტრის გუნდმა დაძაბული შეხვედრის მოგება ოვერტაიმში მოახერხა.

კარგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, მან 27:35 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულით და 14 მოხსნით (7 შეტევაში) ორმაგი დუბლი შეასრულა, მას ასევე 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ბლოკი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა მატჩიდან 6 ბურთი ისროლა და 5 ჩააგდო (83%), ხოლო 2 საჯარიმოდან 1-ის ჩაგდება მოახერხა.

ყველაზე შედეგიანი მატჩში გოგას თანაგუნდელი პაოლო ბანკერო იყო, ამერიკელმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 35 ქულით და 10 მოხსნით.

"ატლანტადან" ყველაზე მეტი 31 ქულა ტრეი იანგმა ჩააგდო, მას ასევე 9 მოხსნა ჰქონდა.

სხვა სტატიები