Belive

"ბითაძემ ხელი მკრა - კარგია რომ ჩვენი გუნდიდან არავინ დაისაჯა" - კრისტაპს პორზინგისი

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) "ორლანდომ" "ბოსტონი" დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

გოგა ბითაძე "ბოსტონთან" მშვენიერ შეხვედრას ატარებდა, თუმცა კრისტაპს პორზინგისთან მცირე კონფლიქტის გამო, მსაჯებმა მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს და პარკეტი დროზე ადრე დატოვა. "ორლანდომ" შეხვედრა მაინც მოიგო, გოგამ 21 წუთში 8 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

მოგვიანებით, გოგა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტს კრისტაპს პორზინგისი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კალათბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ეს ყველაფერი დაპირისპირების ნაწილია. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით, როდესაც ბითაძე მოვიდა და ხელი მკრა, რაზეც ბუნებრივი რეაქცია მქონდა. NBA-ში მსგავსი რამ ხშირად ხდება და საგანგაშო არაფერია. მიხარია, რომ ჩვენი გუნდიდან არავინ გააძევეს. - კრისტაპს პორზინგისი.

გაძევებამდე გოგა ბითაძემ 21 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

სხვა სტატიები