Belive

გოგა ბითაძის კიდევ ერთი ორმაგი და მარცხი ნიუ იორკთან

18 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

"ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ არენაზე "ნიუ იორკ ნიქსი" მიიღო და 23-ქულიანი სხვაობით, 85:108 დამარცხდა. მატჩი ამ შედეგს არ მოასწავებდა, რადგან კალათბურთელები დიდ შესვენებაზე ანგარიშით 54:54 გავიდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები ორლანდომ ჩააგდო და "მაიამი ჰიტის" შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხიც მიიღო.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 30 წუთზე მეტი გაატარა და ამ დროში 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ ერთი სამქულიანი ისროლა და ზუსტი აღმოჩნდა, 8-დან 5-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, საჯარიმოს ხაზიდან კი 2-დან 1 შეასრულა ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს 13 ქულა უკვე პირველ მეოთხედში ჰქონდა დაფიქსირებული. მიმდინარე სეზონში, ეს მისი რიგით მე-12 ორმაგი დუბლია.

ორლანდო 19 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები