ორლანდო მაიამისთან 2-ოვერტაიმიან შეხვედრაში დამარცხდა | გოგა გუნდს დაუბრუნდა
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "მაიამი ჰიტთან" 2-ოვერტაიმიან მატჩში, 125:119 დამარცხდა, მატჩის ძირითადი დრო 108:108 დასრულდა, პირველი ოვერტაიმი კი 116:116.
გოგა ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და პარკეტს დაუბრუნდა, ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, მან 22:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
ყველაზე მეტი 30 ქულა ტაილორ ჰიროს ჰქონდა, 29 ქულა ჩააგდო ფრანც ვაგნერმა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 მოგებით და 24 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 31 იანვარს, "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავს.