გოგა ბითაძე დენვერ ნაგეთსში | Sports Illustrated ქართველი ცენტრის შესახებ წერს
გოგა ბითაძე მომავალ სეზონში შესაძლოა დენვერ ნაგეთსში ვიხილოთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და ორლანდო მეჯიქის ცენტრის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sports Illustrated აქვეყნებს. წყაროს ცნობით დენვერი ნიკოლა იოკიჩის შემცვლელს ეძებს, რადგან მას მეტი დასვენების დრო ჰქონდეს, პოტენციური ვარიანტი კი გოგა ბითაძეა.
ოკლაჰომა სიტი თანდერთან პლეი-ოფის სერიაში გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ, დენვერ ნაგეთსმა იცის, რომ სეზონის შემდგომ პერიოდში მათ უფრო ძლიერი შემადგენლობა სჭირდებათ. მთავარი აუცილებლობა სუპერვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩის შემცვლელის პოვნაა, პოტენციური ვარიანტი კი ორლანდო მეჯიქის ცენტრი გოგა ბითაძეა.
25 წლის ბითაძე გასულ სეზონში მორიც ვაგნერის ტრავმის შემდეგ გუნდში დიდ როლს ირგებდა. ამ შესაძლებლობით მან ისარგებლა და კარიერაში ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა - 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა და 1.4 დაფარება. მას 2 წლიანი კონტრაქტი აქვს, რომლის წლიური ღირებულება 8 მილიონი დოლარია, მისი პროგრესის პერსპექტივები საკმაოდ რეალურია.
Bleacher Report-ის ჟურნალისტმა ზაკ ბაკლიმ განაცხადა, რომ ბითაძის გადასვლა ნაგეთსს დიდ სარგებელს მოუტანს:
თუ დენვერი ბითაძის მსგავს სანდო შემცვლელს იპოვის, შესაძლოა, იოკიჩსაც მეტი დრო მიეცეს დასასვენებლად, ის სეზონში საშუალოდ 36.7 წუთს თამაშობდა და თუ ასეთი რამ მოხდება იოკიჩი პლეი-ოფს უფრო დასვენებული შეხვდება. გოგა ბითაძე ორლანდოში დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს, მაგრამ როდესაც ის თამაშობს მიღებულ წუთებში მისი შედეგიანობა თითქმის ყოველთვის შთამბეჭდავია. - ზაკ ბაკლი - Bleacher Report-ის ჟურნალისტი