Belive

გოგა ბითაძემ 14 ქულა ჩააგდო - ორლანდო მაინც დამარცხდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები გაიმართა. "ბრუკლინ ნეტსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 124:104 დაამარცხა. წაგების მიუხედავად კარგი შეხვედრა ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი - 14 ქულა ჩააგდო. გოგას ნასროლი 6 ორქულიანიდან 6-ვე ზუსტი აღმოჩნდა, მას მხოლოდ 1 სამქულიანი გაუფუჭდა. ქართველმა 3 დაფარებას და 1 პასსაც მოუყარა თავი. არასრულ 25 წუთში გოგამ 2-ჯერ მოიპარა მეტოქის ბურთი, თავად დაკარგვა არ ჰქონია, მოწინაღმდეგეებზე კი 4-ჯერ დაჯარიმდა.

"ორლანდოდან" გოგაზე მეტი ქულა (19) მხოლოდ პაოლო ბანჩეროს ჰქონდა, "ნეტსის" კალათბურთელებმა კი როლები მშვენივრად გაინაწილეს და 20+ ქულა ერთბაშად 3-მა კალათბურთელმა დააგროვა. საბოლოოდ, თამაშის ბედის გამსაზღვრელი ბოლო მეოთხედი გამოდგა, ბრუკლინელებმა მეტოქე დიდი სხვაობით (36:18) დაამარცხეს და ჯამში 20 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. აღმოსავლეთ კონფერენციაში "ბრუკლინ ნეტსი" და "ორლანდო მეჯიქი" შესაბამისად, მე-7 და მე-9 ადგილებს იკავებენ.

სხვა სტატიები