Belive

გოგა ბითაძე მოხსნებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ორლანდო მაიამისთან დამარცხდა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "მაიამი ჰიტთან" 99:96 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო გოგა ბითაძე, მან პარკეტზე 19:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 9 მოხსნა (მეორე საუკეთესო შედეგი მატჩში), 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ისროლა და ჩააგდო, თავისუფალი 2 სროლიდან ვერცერთის გამოყენება შეძლო.

ყველაზე მეტი 25 ქულა მატჩში პაოლო ბანკეროს ჰქონდა, ამერიკელმა კალათბურთელმა 8 მოხსნა და 6 ასისტიც მიითვალა.

მაიამის შემადგენლობიდან საუკეთესო 23 ქულით დანკან რობინსონი იყო. გოგა ბითაძის უშუალო მეტოქე ბემ ადებაიომ 21 ქულა, 11 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.

სხვა სტატიები