Belive

გოგა ბითაძე და ორლანდო მეჯიქი გამარჯვებების სერიას აგრძელებენ

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ორლანდო მეჯიქმა" NBA-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად მათ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, "ბოსტონ სელტიკსი" ანგარიშით 113:96 დაამარცხეს.

გოგა ბითაძემ ისევ ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა. ამ დროში, ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. ბითაძემ 5 პერსონალური ფოლის გამო სათამაშო წუთები დაიკლო და ეს მის შედეგიანობაზე უარყოფითად აისახა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მორიც ვაგნერი გახდა, რომელსაც 24 წუთში 27 ქულა ჰქონდა. გუნდის მოგებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა პაოლო ბანკერომ (23 ქულა და 8 მოხსნა). ბოსტონელთა შემადგენლობიდან კი ტრადიციულად ყველაზე გამორჩეული ჯეისონ ტეიტუმი იყო 26 ქულით.

"ორლანდო მეჯიქი" 11 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. ორლანდოელები მომდევნო თამაშს 27 ნოემბერს, "შარლოტის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები