Belive

გიორგი ცინცაძე სანაკრებო კარიერას ასრულებს

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი ცინცაძე სანაკრებო კარიერას ემშვიდობება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი ცინცაძე სერბეთის წინააღმდეგ უკანასკნელ (217) სანაკრებო მატჩს ჩაატარებს.

37 წლის გიორგი ცინცაძის სანაკრებო დებიუტი 2004 წელს შედგა. 17 წლიანი კარიერის განმავლობაში, ცინცაძემ საქართველოს ნაკრების მაისური 216 შეხვედრაში მოირგო. საქართველოსა და სერბეთის საკალათბურთო მატჩი, 26 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები